loader

ინდოეთში მშენებარე შენობის ნგრევას 47 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში მშენებარე შენობის ნგრევას 47 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. 11-სართულიანი მშენებარე შენობა ინდოეთის სამხრეთით, ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოინგრა.

ადგილობრივი პოლიციის ოფიცრის განცხადებით, ამ დროისთვის გადარჩენილად 27 ადამიანი ითვლება. მისივე თქმით, უცნობია, კონკრეტულად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ჩამონგრევის დროს.

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა, მათ შორის, სამშენებლო კომპანიის მენეჯერი და ინჟინერი.