loader

ინდოელი პოლიტიკოსები ღმერთს წვიმას სთხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელი პოლიტიკოსები ღმერთს წვიმას სთხოვენ

ინდოელი პოლიტიკოსები რეგიონში გვალვის პრობლემის გადაწყვეტას ღმერთისთვის წვიმის თხოვნით ცდილობენ. ინდოეთის სახალხო პარტიის წევრები ლოცვის რიტუალს ასრულებენ, რომლის მიზანი წვიმის გამოძახებაა. რიტუალი ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეში, ქალაქ ბჰოპალიში ტარდება.

წვიმების სეზონი ინდოეთში, ჩვეულებრივ, ივნისში იწყება და ოთხი თვე გრძელდება, მაგრამ წელს, მუსონების პირველ თვეში,  ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც ბამბის, სოიოს და შაქრის ლერწმის ძირითადი მწარმოებლები არიან, ნალექების ნახევარზე ნაკლები მოვიდა.