loader

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროკონვეციის ექვსი მუხლი დაარღვია. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათ მასობრივ დეპორტაციას. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოთაშორისო საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა.

სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, რუსეთმა დაარღვია ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის მეოთხე მუხლი, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების კოლექტიურ დეპორტაციას, მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფი, მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფი, მე-3 მუხლი და მე-13 მუხლი.

Georgia wins case against Russia in Strasbourg Court - Watch the video on georgianews.ge