loader

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი მეთოდიკით შეაფასებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი მეთოდიკით შეაფასებენ

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდიკა შეიცვლება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიისა და ახალი კრიტერიუმების პრეზენტაცია გამართა.

როგორც პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, არსებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების კრიტერიუმებს გააჩნდა ორი ჯგუფის ხარვეზები, კერძოდ, დასაშვებზე მეტი იყო სოცაგენტების მიერ ოჯახების მიმართ სუბიექტური შეფასება და ასევე, არსებობდა ხარვეზები თავად მეთოდოლოგიაში. კერძოდ, ქულების მინიჭების სისტემა ერთგვარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა.