loader

საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას კრემლში არ იმჩნევენ, რადგან ვეღარაფერს შეცვლიან - რუსი პოლიტოლოგი "პალიტრის" ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას კრემლში არ იმჩნევენ, რადგან ვეღარაფერს შეცვლიან - რუსი პოლიტოლოგი "პალიტრის" ეთერში

ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "კავკასიური პალიტრის" ეთერი გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე საუბარს დაეთმო. გადაცემის წამყვანმა მამუკა არეშიძემ ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი.
როგორია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ კრემლის რეაქცია, ამის შესახებ გადაცემის პირდაპირ ეთერში საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა რუსმა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა დიმიტრი არეშკინმა. მისი განხადებით, მოსკოვი ძალიან შეწუხებულია ქართული მხარის მიერ ევროპასთან  ასოცირების ხელშეკრულებით, მაგრამ ამას არ იმჩნევს.

"თუ ახლა დაიწყო ხმაურიანი პროპაგანდისტული კამპანია იმის შესახებ, რომ მოლდოველები, ქართველები და უკრაინელები ასეთი ცუდები არიან და წავიდნენ ევროპისკენ, ეს იქნება იმის ზედმეტად შეხსენება, რომ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ ასე ხმაურიანად და პათოსით გვიყვებოდნენ იმის შესახებ, რომ ქართველი ერი მოექცა ამერიკის მიერ მიგზავნილი სააკაშვილის მარწუხებში და თუკი სააკაშვილს მოვაშორებთ, ქართველი ერი დაუბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს. მაგრამ სააკაშვილი უკვე აღარ არის და ქართველი ხალხი ისევ მიისწრაფვის დასავლური ფასეულობებისკენ. და არა მხოლოდ საქართველო, არამედ მოლდოვა და უკრაინაც. ამიტომ კრემლში გადაწყვიტეს მოიქცნენ ისე, თითქოს, განსაკუთრებული არაფერი ხდება, რადგან ვერაფერს შეცვლიან და მტკივნეულ იარაზე შეხება არ ღირს", - დასძინა არეშკინმა.