loader

პოლიციელმა შშმ მამაკაცი ეტლიდან გადმოაგდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელმა შშმ მამაკაცი ეტლიდან გადმოაგდო

ქსელში აშშ-ში, ინდიანას შტატში მანქანის ვიდეორეგისტრატორით გადაღებული საზარელი კადრები გამოქვეყნდა: როგორ კრავს ხელს პოლიციელი ინვალიდის ეტლში მჯდომ ახალგაზრდა კაცს და ეტლიანად აყირავებს. ვიდეოში პოლიციელებით გარშემორტყმული 25 წლის ნიკოლას კინკეიდი ჩანს.

ოფიცრების ინფორმაციით, კინკეიდი ერთ-ერთი სკოლის მახლობლად ჩანთაში ცეცხლსასროლი იარაღით დადიოდა. მაგრამ ნიკოლასს ჩანთაში მხოლოდ ცივი იარაღი აღმოაჩნდა. მან პოლიციელებს აუხსნა, რომ დანა თავის დასაცავად სჭირდებოდა. ოფიცრები უკვე წასვლას აპირებდნენ, როცა ნიკოლასმა ერთ-ერთს შემთხვევით ეტლის ბორბლით ფეხზე გადაუარა. პოლიციელი გაბრაზდა და ბიჭი ეტლიანად გადააყირავა. ამ ოფიცერს ინდიანას სასამართლომ პოლიციელის წოდების ჩამორთმევა არ აკმარა - მას 30-დღიანი პატიმრობა და ერთწლიანი პირობითი სასჯელიც მიუსაჯეს.