loader

მატარებლით მგზავრობის ტარიფი იმატებს: რატომ არ ვრცელდება ფასდაკლება ზაფხულის სეზონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მატარებლით მგზავრობის ტარიფი იმატებს: რატომ არ ვრცელდება ფასდაკლება ზაფხულის სეზონზე

10 ივლისიდან თბილისი-მახინჯაური-თბილისის სამგზავრო მატარებლით მგზავრობა მომხმარებლებს მომატებული ფასით მოუწევთ, თუმცა, როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, სამგზავრო ბილეთები არ ძვირდება, არამედ მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლები აქამდე არსებული ფასდაკლებით ვერ ისარგებლებენ.

მატარებლით მგზავრობის მსურველები ბილეთების ფასის ცვლილებით უკმაყოფილოები არიან. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა, რკინიგზის ხელმძღვანელობას მომხმარებლისთვის ფასდაკლება ზაფხულის სეზონზე შეეთავაზებინა.