loader

ინციდენტი საქალაქო სასამართლოს ეზოში: კოტე გაბაშვილი დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი საქალაქო სასამართლოს ეზოში: კოტე გაბაშვილი დაკავებულია

საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური მოყვა გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამოცხადებას. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქმის ოთხი პროკურორი სასამართლოდან განსაკუთრებული დაცვით გაიყვანეს.
პროკურორებს უგულავას მხარდამჭერები შეძახილებით დაედევნენ. ინციდენტში საქალაქო სასამართლოს ეზოში მობიზლიზებული საპატრულო პოლიციაც ჩაერია.
ინციდენტის შედეგად დააკავეს კოტე გაბაშვილი, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანაში ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ უგულავას მხარდამჭერები ცდილობდნენ პატრულის მანქანა არ გაეტარებინათ. დაკავებულია ასევე "თავისუფალი ზონის" ოპერატორი ალექსი ბედოიძე და კიდევ ორი პიროვნება, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ასევე: საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას ლევან ბეჟაშვილიც დააკავეს

Kote Gabashvili detained – incident at Tbilisi City Court yard - Watch the video on georgianews.ge