loader

"ვანო მერაბიშვილის ბიჭები ნინო ბურჯანაძის ხალხი გახდნენ" - რა ვიდეოჩანაწერს ავრცელებს ზაქარია ქუცნაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვანო მერაბიშვილის ბიჭები ნინო ბურჯანაძის ხალხი გახდნენ" - რა ვიდეოჩანაწერს ავრცელებს ზაქარია ქუცნაშვილი

თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, თიანეთში ნინო ბურჯანაძე მთლიანად ვანო მერაბიშვილის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხალხს ეყრდნობა. ქუცნაშვილის განცხადებით, "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" გამგებლობისა და საკრებულოში დეპუტატობის სამი კანდიდატი სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ქუცნაშვილმა ვიდეოჩანაწერი და ფოტო წარმოადგინა, რაც დეპუტატის თქმით, უტყუარად ადასტურებს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტში ნინო ბურჯანაძის წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ხალხია.

კადრები გადაღებულია 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც ვანო მერაბიშვილის გვერდით "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" გამგებლობის კანდიდატი ილია არჩემაშვილი დგას. როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, არჩემაშვილი 2003-08 წლების მოწვევის პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო.