loader

ბრაზილიის ნაკრების წაგების შემდეგ განრისხებულმა გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიის ნაკრების წაგების შემდეგ განრისხებულმა გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს

8 ივლისს, ბრაზილიაში, მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც მასპინძელთა ნაკრები გერმანიასთან განადგურდა (1:7), მასობრივი უწესრიგობები დაიწყო. ატირებულმა ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა, რომლებსაც საკუთარი გუნდის შერცხვენის ყურება აღარ შეეძლოთ, სტადიონის დატოვება ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დაიწყეს.

მასობრივი უწესრიგობები კი ქალაქ რესიფიში, ფან-ზონაში დაიწყო, სადაც მატჩის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. ცხენოსანი პოლიციელები იძულებულნი გახდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ. მიუხედავად სამართალდამცველთა მცდელობისა, მარცხით გულმოსულმა ფანებმა ბრაზილიის დროშები, ავტომობილები და მცირე ნაგებობები დაწვეს.

ბოლო ცნობებით, მთლიანად ბრაზილიაში, უწესრიგობების დროს 11-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სან-პაულუში სულ ცოტა, ათი ავტობუსია დამწვარი და დარბეული და გაძარცვულია ელექტროსაქონლის მაღაზია. შემთხვევის ადგილზე ხუთი ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის ორი არასრულწლოვანია.