loader

ცხოვრება შიშში: ქორწილი ისრაელში და პანიკა დაბომბვის მოლოდინში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხოვრება შიშში: ქორწილი ისრაელში და პანიკა დაბომბვის მოლოდინში

ცხოვრება დაუსრულებელ შიშში: ვიდეო, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა, სრულყოფილად ასახავს მდგომარეობის სიმძიმეს, რასაც სამხრეთ ისრაელში მცხოვრებნი განიცდიან. კადრები ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდშია გადაღებული. ვიდეოში ადგილობრივების ქორწილია ასახული, ისმის დაბომბვის ხმები, რასაც წვეულებაზე პანიკა მოჰყვება და ნეფე-პატარძალი სტუმრებთან ერთად თავშესაფრის ძებნას იწყებს.

გასული ორი ღამის მანძილზე, "ჰამასის" ბოევიკებმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და დაახლოებით 120 რაკეტა გაუშვეს. საპასუხოდ, ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაშეტევის შედეგად, ღაზას სექტორში 27 პალესტინელი დაიღუპა.