loader

შემზარავი ტრაგედია აშშ-ში: მამაკაცმა საკუთარი ოჯახი ამოხოცა, მათ შორის, ოთხი შვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი ტრაგედია აშშ-ში: მამაკაცმა საკუთარი ოჯახი ამოხოცა, მათ შორის, ოთხი შვილი

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ოჯახურ კონფლიქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის გარეუბან სპრინგსში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის, ოთხი შვილი მოკლა. ბავშვების ასაკი 4-13 წელია. გადარჩა კიდევ ერთი დაჭრილი - ეჭვმიტანილის 15 წლის ქალიშვილი, რომელმაც პოლიციაში დარეკვა მოახერხა და სამართალდამცველები გააფრთხილა, რომ დამნაშავე მისი ბებია-ბაბუის მოკვლას აპირებდა, რომლებიც იმჟამად სახლში არ იმყოფებოდნენ.

დამნაშავემ თავის მოკვლა სცადა, თუმცა პოლიციას სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჩაბარდა. როგორც ირკვევა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეუღლესთან გაშორებული იყო, ეს უკანასკნელი კი, შვილებთან და მშობლებთან ერთად, ყოფილი ქმრისგან შორს ცხოვრობდა.