loader

დაღუპული ბავშვები და ასობით დაშავებული - ღაზას სექტორში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაღუპული ბავშვები და ასობით დაშავებული - ღაზას სექტორში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა, 550-ზე მეტი კი დაშავებულია. ამასთან, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, 11-მდე გაიზარდა დაღუპული ბავშვების რაოდენობა.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადებით, ღაზას სექტორში შექმნილი ვითარება უკიდურესად დაძაბულია და შესაძლოა, მალე გამოვიდეს კონტროლიდან. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა "ჰამასს" ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა, ისრაელს კი თავშეკავებისკენ და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდა. ამასთან, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა შეიკრიბა.