loader

არჩევნების მეორე ტურში გლდანის ციხის პატიმრების აქტივობა გაზრდილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩევნების მეორე ტურში გლდანის ციხის პატიმრების აქტივობა გაზრდილია

არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, პატიმართა აქტივობა მეორე ტურში მნიშვნელოვნად გაზრდილია, - ამის შესახებ გლდანის ციხის 111-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე გიორგი კვარაცხელიამ მედიის წარმომადგენლებს ციხეში გახსნილ უბანში განუცხადა.

ჟურნალისტებს საარჩევნო პროცესის დაკვირვების საშუალება გლდანის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიეცა, სადაც დაფიქსირებულია 445 ამომრჩეველი. ჟურნალისტები ესაუბრნენ 111-ე უბნის ერთ-ერთ დამკვირვებელს. როგორც ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" ხელმძღვანელმა გიორგი ჭულუხაძემ განაცხადა, აქტივობა მაღალია, თუმცა მატებას დღის მეორე ნახევარში ელიან.

ამასთან, არჩევნების პირველ ტურში, გლდანის ციხეში მოთავსებულ პატიმრების დიდ ნაწილს, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნდათ, არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის გამოც, ციხეში ხმის მიცემის პროცესში დაბალი აქტივობა შეინიშნებოდა.