loader

საქართველოს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ეწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დახვდნენ. როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა, მრავალწლიანი თანამშრომლობა და ურთიერთობა აკავშირებდა ჯეიმს ბეიკერს ედუარდ შევარდნაძესთან, როდესაც შევარდნაძე ჯერ სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო შემდეგ - დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდნეტი.

ჯეიმს ბეიკერი 13 ივლისს ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას დაესწრება.