loader

შეტაკებები არგენტინაში: წაგებით განრისხებულმა ფანებმა ბუენოს-აირესი ააწიოკეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეტაკებები არგენტინაში: წაგებით განრისხებულმა ფანებმა ბუენოს-აირესი ააწიოკეს

სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ პოლიციელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებებისას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გერმანია-არგენტინის ფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც არგენტინელთა მარცხით დასრულდა, გულშემატკივრებმა ბუენოს-აირესის ქუჩებში მაღაზიის ვიტრინები დალეწეს, დაარბიეს ერთ-ერთი თეატრის შენობა, თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს და მათ ქვები და ბოთლები დაუშინეს.

CNN-ის ცნობით, პოლიციამ საპასუხოდ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, 30-მდე გულშემატკივარი კი დააკავა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ არგენტინა დამატებით დროში 0:1 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი 113-ე წუთზე მარიო გიოტცემ გაიტანა.

იხილეთ: გერმანია ჩემპიონია! - პენალტებით დამარცხებული არგენტინა და მატჩის გმირი გიოტცე