loader

სპეცოპერაცია რუსთავში: რას ეძებდა საპატრულო პოლიცია კუბოების საამქროში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია რუსთავში: რას ეძებდა საპატრულო პოლიცია კუბოების საამქროში

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კუბოების დამამზადებელ საამქროსთან 14 ივლისის საღამოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნებოდა. შენობასთან 12-მდე საპატრულო ეკიპაჟი, სამართალდამცველები, ასევე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

როგორც ადგილობრივები პირად საუბარში აცხადებენ, ჩასასვენებლების საამქრო ე.წ. კანონიერი ქურდის ძმას ეკუთვნის. მათივე განცხადებით, სამართალდამცველებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი სწორედ ამ შენობაში იმყოფებოდა. ნახევარსაათიანი დათვალიერების შემდეგ პატრულის თანამშრომლებს შენობიდან არავინ გამოუყვანიათ.

როგორც შსს-ში განმარტავენ, მათთან შევიდა ინფორმაცია, რომ საამქროში უცხო ადამიანები იმყოფებოდნენ. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს შენობაში სამი ადამიანი დახვდათ, რომლებიც სვამდნენ.

Police raid a coffin-making workshop in Rustavi - Watch the video on georgianews.ge