loader

ცნობილი ჟურნალისტები კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ჟურნალისტები კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ

ცნობილი ჟურნალისტები ეროსი კიწმარიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებიან.  როგორც ნანა ლეჟავამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მისთვის დაუჯერებელია კიწმარიშვილის თვითმკვლელობა, თუმცა, გამოძიების შედეგებს დაელოდება.

"რუსთავი 2"- ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, ავტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს. იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი.

შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე ნახეთ:

- ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

-ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილას ია კიწმარიშვილი მივიდა

-ყველას ვურჩევ, წინასწარი სპეკულაციისგან თავი შეიკავოს - თეა წულუკიანი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე