loader

რას ფიქრობენ ეროსი კიწმარიშვილის ახლობლები მისი გარდაცვალების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ფიქრობენ ეროსი კიწმარიშვილის ახლობლები მისი გარდაცვალების შესახებ

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. კიწმარიშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა ვაკეში, მის საცხოვრებელ სახლთან, ავტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს. იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი.

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე შეიკრიბნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და თანამებრძოლები. ისინი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან და მაიჩნიათ, რომ ისეთი მებრძოლი პიროვნება, როგორიც კიწმარიშვილი იყო, თავს არ მოიკლავდა.

იხილეთ ასევე:
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილას ია კიწმარიშვილი მივიდა

ცნობილი ჟურნალისტები კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ

რა მიაჩნია საეჭვოდ თამარ ჩერგოლეიშვილს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ეროსი ძმისთვის საჩუქრად იარაღის ყიდვას აპირებდა - ბადრი ნანიტაშვილი