loader

მოწყობილობა, რომლითაც საყვარელი ადამიანის ხელის შეხებას შეიგრძნობთ, როდესაც ის თქვენს გვერდით არ არის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოწყობილობა, რომლითაც საყვარელი ადამიანის ხელის შეხებას შეიგრძნობთ, როდესაც ის თქვენს გვერდით არ არის

ადამიანები, რომლებსაც ბევრი მოგზაურობა უწევთ, ხშირად ახლობლებს აპლიკაციების, მაგალითად Skype-ის საშუალებით ეკონტაქტებიან, მაგრამ ურთიერთობის ასეთ ფორმასაც კი არ შეუძლია ისეთი ერთიანობის გრძნობის განცდა, რასაც ადამიანებს ხელის შეხება აძლევთ.

ჰოლანდიელმა მეწარმე ფრედერიკ პეტრიჯნანიმ გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ახლობლისთვის ხელის ჩაკიდება და უკაბელო აქსესუარი Frebble შექმნა, რომელიც პარტნიორის ხელის შეხების შეგრძნებას იძლევა, მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იმყოფებოდეს ის.

მოწყობილობა შეგრძნებების იმიტირებისთვის ტაქტილურ ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც გამამხნევებელი ხელის ჩაკიდების შეგრძნებას იძლევა. ამჟამად პეტრიჯნანი მოწყობილობის სერიული წარმოებისთვის სახსრებს აგროვებს.