loader

ფეხმოტეხილი რუსი ტურისტი მყინვარწვერიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხმოტეხილი რუსი ტურისტი მყინვარწვერიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი რუსი ტურისტი ქალბატონი ჩამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაბა ყაზბეგში, მყინვარწვერიდან ჩამოსვლისას, 1963 წელს დაბადებულ რუს ტურისტ ლიდია ფუკინას ფეხი დაუცურდა, მოიტეხა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.

მაშველებმა ლიდია ფუკინას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაბაში ცხენით ჩამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

Russian tourist rescued in Kazbegi - Watch the video on georgianews.ge