loader

თამარ ივერის ბოდიში ლგბტ პირებისადმი - საოპერო მომღერალი მხარდასაჭერ კონცერტს გამართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ ივერის ბოდიში ლგბტ პირებისადმი - საოპერო მომღერალი მხარდასაჭერ კონცერტს გამართავს

ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი, 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ლგბტ პირების დისკრიმინაციული პოსტის გამო კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს და მათ მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

თამარ ივერმა ამ საკითხზე პრესკონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობაში" გამართა ორგანიზაციის დირექტორ ირაკლი ვაჭარაძესთან ერთად, სადაც განაცხადა, რომ 11 ოქტომბერს თბილისში, მისი ორგანიზებით, კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება, რომელშიც მის გარდა სხვა საოპერო მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 11 ოქტომბერი ლგბტ ადამიანების მიერ ჩაგვრის გაცნობიერებისა და იძულებით დამალული გენდერული იდენტობის თუ სექსუალური ორიენტაციის გაცხადების საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ შეირჩა საგანგებოდ ეს დღე საქველმოქმედო კონცერტისთვის.

Tamar Iveri apologies to LGBT minorities - Watch the video on georgianews.ge