loader

ტრაგედია ფონიჭალაში: მგზავრთან ფიზიკურ დაპირისპირებას ავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ფონიჭალაში: მგზავრთან ფიზიკურ დაპირისპირებას ავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა

ფონიჭალაში, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ტრაგედია მოხდა. ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის ფიზიკურ დაპირისპირების შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. #19 ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ავტობუსში დაიწყო და ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრმა ფიზიკური შეურაცხყოფა ავტობუსის გაჩერებაზე მიაყენა მძღოლს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ძირს დაეცა და გონება დაკარგა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ #19 ავტობუსის მძღოლები პროტესტის ნიშნად აღარ მუშაობენ.

Bus driver dies as a result of physical confrontation with passenger in Tbilisi - Watch the video on georgianews.ge