loader

ტრაგიკული კადრები კუალა-ლუმპურიდან: დაღუპულების ნათესავები აეროპორტში შეიკრიბნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგიკული კადრები კუალა-ლუმპურიდან: დაღუპულების ნათესავები აეროპორტში შეიკრიბნენ

ჩამოვარდნილი "ბოინგ 777"-ის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ნათესავები კუალა-ლუმპურის აეროპორტში შეიკრიბნენ. ადგილზე მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში დაღუპული 298 ადამიანიდან 43 მალაიზიის მოქალაქე იყო. ბორტზე მყოფთა სრული სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "Boeing 777" რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა და უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.

შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15-ივე წევრი დაიღუპა.

ასევე იხილეთ:

გლოვა კიევში: ჰოლანდიის საელჩოსთან ასობით უკრაინელი შეიკრიბა

"მეორედ დავიბადე" - იღბლიანი ქალი, რომელმაც საბედისწერო რეისზე დააგვიანა

შემზარავი კადრები: დამსხვრეული მალაიზიური "ბოინგი" და დაღუპული მგზავრები (+18)