loader

საქართველოს ჰიმნი ამერიკელი მოხალისეების შესრულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ჰიმნი ამერიკელი მოხალისეების შესრულებით

მშვიდობის კორპუსმა საქართველოში რიგით მე-14 ჯგუფის 53 მოხალისის ფიცის დადების ცერემონია აღნიშნა. ფიცის მიღების ცერემონიას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა. მოხალისეებს შორის არიან 38 ინგლისური ენის მასწავლებელი და 15 ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ინტენსიური ტრენინგ-პროგრამა ქართული ენისა და კულტურის, სამსახურებრივი უნარ-ჩვევების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ.

ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოხალისეები ცხოვრობდნენ ქართველ მასპინძელ ოჯახებთან ერთად, ხაშურსა და მიმდებარე სოფლებში. ღონისძიების დასასრულ, მოხალისეებმა საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.