loader

როგორ გადაურჩა სანდრა რულოვსი მალაიზიური თვითმფრინავის ტრაგედიას - რას ყვება მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადაურჩა სანდრა რულოვსი მალაიზიური თვითმფრინავის ტრაგედიას - რას ყვება მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი იმ კონფერენციაზე იყო მიწვეული, რომლის მონაწილეებიც დონეცკის ოლქში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა, შოუში Шустер LIVE განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სანდრა რულოვსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ელჩია და მიწვეული იყო ამ კონფერენციაზე იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ამსტერდამიდან ავტრალიაში მიფრინავდა. "ის ორი თვის წინ იმყოფებოდა ინდონეზიაში ამ ტიპის კონფერენციაზე. რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ აქვს მოწვევა ავსტრალიის კონფერენციაზე, თუმცა მითხრა, რომ შვილთან ერთად იყო და მას ვერ დატოვებდა, ასევე მითხრა, რომ ინდონეზიაში ძალიან დაიღალა და ალბათ ვერ გაემგზავრებოდა. მისი კოლეგები გაემგზავრნენ და დაღუპნენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

დონეცკის ოლქში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ბოინგზე შიდსთან ბრძოლის საკითხებში 100-ზე მეტი წამყვანი ექიმი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იმყოფებდა.

How Sandra Roelofs missed the tragic Malaysian flight - What Saakashvili recalls - Watch the video on georgianews.ge