loader

ქართველი მიტროპოლიტი მოსკოვში - პუტინის შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მიტროპოლიტი მოსკოვში - პუტინის შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, წმინდა სინოდის წევრი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრების და მართლადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს და კრემლის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელდა. შეხვედრა, რომელიც წმინდა სერგეი რადონეჟელის 700 წლის იუბილეს მიეძღვნა, მოსკოვში, სამება-სერგიევის ლავრაში გაიმართა.