loader

"ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ის "რუსთავი 2"-ს წაიღებს" - სააკაშვილის კომენტარი კიწმარიშვილის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ის "რუსთავი 2"-ს წაიღებს" - სააკაშვილის კომენტარი კიწმარიშვილის საქმეზე

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას საქართველოს ექს პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ის საქართველოდან წავიდა, "რუსთავი 2" ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი სამიზნეა, რაც ყოფილ პრემიერს მისთვის არაერთხელ უთქვამს პირისპირ საუბრისას: "ის რომ ეროსი კიწმარიშვილი ამ პროცესს არ ეთანხმებოდა და ეროსის სიცოცლის პირობებში ტელეკომპანიის წაღება საკმაოდ გართულდებოდა, ცხადია. თუმცა, ჩემგან უპასუხისმგებლობა იქნება იმის თქმა, ეს აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ კიწმარიშვილი ვინმემ მოიშორა. ფაქტი ფაქტად რჩება - მისი სიკვდილის შემდეგ, "რუსთავი 2"-ის მიმართ საფრთხე ავტომატურად იზრდება".

ამასთან, პასუხად კითხვაზე, რომ "ნაციონალურ" ხელისუფლებას ადანაშაულებენ დამფუძნებლებისთვის "რუსთავი 2"-ის წართმევას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის გაყიდვაში "დიდი ფული" აიღო და ამის შემდეგ აღმოჩნდა მაუწყებელი იმ მფლობელების ხელში, ვისიც დღეს არის.