loader

ავღანეთიდან 150 სამხედრო დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთიდან 150 სამხედრო დაბრუნდა

მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 150 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ.

მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა "ლეზერნეკზე" მსახურობდა. ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა საბრძოლო დავალებებს. რამდენიმე დღის წინ 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ISAF-ის მისიის დასრულება ბაზა "ლეზერნეკზე" საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში არსებული ბაზა ფუნქციონირებას წყვეტს.