loader

მოხუცმა ქალმა პლაჟზე სექსის გამო წყვილი დააპატიმრებინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოხუცმა ქალმა პლაჟზე სექსის გამო წყვილი დააპატიმრებინა

შეყვარებულ წყვილს სანაპიროზე თავაშვებული გართობა ძვირად დაუჯდა. 20 წლის ელისა ალვარესმა და 39 წლის ხოსე კაბალერომ ფლორიდაში, ბრადენტონის პლაჟზე დღისით, მზისით, ათობით დამსვენებლის თვალწინ, ორგია მოაწყვეს. პლაჟზე ამ დროს ოჯახები ისვენებდნენ, რომლებსაც თან პატარები ჰყავდათ, თუმცა ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია წყვილისთვის, სექსით დაკავებულიყო.

მოხუცმა ქალმა, რომელიც პლაჟზე შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა, ყველაფერი ტელეფონით გადაიღო და პოლიცია გამოიძახა, რათა "სიმყუდროვისა და საზოგადოებრივი წესრიგის" დარღვევისთვის წყვილი სათანადოდ დაესაჯა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ელისა და ხოსე დააკავეს. მოგვიანებით, წყვილი 8 000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.