loader

ლვოველებმა სუპერმარკეტში თაგვები გაუშვეს, რომ მათ რუსული პროდუქცია დაღრღნან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლვოველებმა სუპერმარკეტში თაგვები გაუშვეს, რომ მათ რუსული პროდუქცია დაღრღნან

საზოგადოებრივი გაერთიანება "Экономический бойкот"-ის აქტივისტებმა ლვოვის ერთ-ერთ სუპერმარკეტში, რომელიც არამარკირებული რუსული პროდუქციით ვაჭრობს, თაგვები გაუშვეს. "ამ აქციით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ რუსული პროდუქციის ჭამა მხოლოდ თაგვებს შეუძლიათ", - განაცხადა ორგანიზაციის წევრმა ოლეგ რადიკიმ.

აქტივისტებმა მაღაზიაში 46 მღრღნელი მიიყვანეს. სწორედ ამ რიცხვით იწყება რუსული საქონლის შტრიხ-კოდი. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სურთ, სავაჭრო ქსელებს რუსული წარმოების საქონლის მარკირება აიძულონ. ლვოვში რუსული საქონლის მარკირებაზე დადგენილება შევიდა ძალაში, რომელიც ვაჭრებს აიძულებს, რუსული პროდუქცია მონიშნონ და ცალკე დახლზე განათავსონ.