loader

აივ-ინფიცირების 432 ახალი ფაქტი: "გაიზარდა სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხვევები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აივ-ინფიცირების 432 ახალი ფაქტი: "გაიზარდა სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხვევები"

ინფექციური პათოლოგიის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში მიმდინარე წელს აივ-ინფიცირების 432 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მედიცინის დოქტორის, მაია ცინცაძის განცხადებით, შიდსის ცენტრში 2009 წლიდან დღემდე 4432 შემთხვევაა რეგისტრირებული. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის 24 ივლისის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდეა გაზრდილი. ინფიცირებულთა შორის 3257 მამაკაცია, 1175 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობის ასაკი 29-39 წელია. მათ შორის შიდსი 2715 პაციენტს განუვითარდა, 944 გარდაიცვალა.

ექიმი-ინფექციონისტების ინფორმაციით, საქართველოში აივ-ინფიცირებულთა მაჩვენებელი აღემატება რეგისტრირებულ მონაცემებს. ასევე, მიმდინარე წელს მკვეთრად გაზრდილია ჰომო-ბისექსუალური გზით დაავადების შემთხვევები.