loader

პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა.

"ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ", - ამ სიტყვებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა, რომლებიც პატრიარქს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ტაძარში დახვდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარი მოილოცა, შეკრებლები დალოცა იქ შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა.

ტაძრის მოლოცვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარი დატოვა და საპატრიარქოში გაემგზავრა.
ამასთან, ჟურნალისტებთან პატრიარქის გერმანიაში მკურნალობასთან დაკავშირებით კომენტარი ექიმმა ცისანა შარტავამ გააკეთა.

პატრიარქი გერმანიაში თანმხლებ პირებთან ერთად 2 ივლისს გაემგზავრა. სამი კვირის განმავლობაში უწმინდესი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.