loader

გიორგი სანაიას მკვლელობიდან 13 წელი გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი სანაიას მკვლელობიდან 13 წელი გავიდა

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 13 წლისთავზე, მისი ოჯახი და ახლობლები პროკურატურისგან ობიექტურ გამოძიებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. გარდაცვალებიდან 13 წლისთავზე, საბურთალოს სასაფლაოზე, ჟურნალისტის ახლობლები შეიკრიბნენ.

როგორც გიორგი სანაიას ძმამ, ვახო სანაიამ განაცხადა, ოჯახმა პროკურატურას რამდენიმე თვის წინ უკვე მიმართა, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. გიორგი სანაიას ოჯახი გეგმავს, რომ უახლოეს დღეებში პროკურატურას კიდევ ერთი განცხადებით მიმართოს.