loader

ათენგენობა ხევსურეთში: შეწირული საკლავი და რიტუალი ხატის მფარველობისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათენგენობა ხევსურეთში: შეწირული საკლავი და რიტუალი ხატის მფარველობისთვის

ხალხური დღესასწაული ათენგენობა ივლისის შუა რიცხვებში აღინიშნება. დღესასწაული მოძრავია და აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება. ათენგენობა წელსაც ტრადიციებიის სრული დაცვით ხევსურეთში, მუცოს ხეობაში ჩატარდა.

ათენგენობა მთელი ხევსურეთის სალოცავებისათვის მთავარი დღესასწაულია და ყველა სალოცავში აღინიშნება, მაგრამ უპირატესობა დიდ ხატებს ენიჭებათ. ათენგენობის დღესასწაულზე ხალხი შესაწირავითა და სათანადო რიტუალის შესრულებით ცდილობს ხატის მფარველობა დაიმსახუროს.

ათენგენობის დადგომამდე ორი კვირით ადრე ხატის მსახურები ხატში მიდიოდნენ და წმინდობდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი გარიდებულები იყვნენ ოჯახს და გარე სამყაროს, რათა ცოდვებისაგან თავი დაეცვათ, სუფთად ეცხოვრათ, როგორც ბერებს. ადუღებდნენ ლუდს და ემზადებოდნენ დღესასწაულისათვის. მათ სოფლიდან უგზავნიდნენ საკვლევს: ხინკალს, კეცეულებს (რიტუალური პურები), ხორცს და სხვა. დილით სრულდებოდა წესი, რომელსაც ჟამისწირვა ეწოდება. ჟამისწირვისთვის დარბაზში წინასწარ აწყობდნენ ლუდიან თასებს, ერთ სახუცო კოჭობ (ესეც თასია, მხოლოდ ხუცობისთვის განკუთვნილი) რიტუალურ პურებს, სანთლებს. ხუცესი ზემოთ აღწერილი წესის მსგავსად იხუცებდა, რის შემდეგაც შეუდგებოდა ჟამისწირვის ხუცობას. ამ წესის შესრულების შემდეგ ხატში მოდიოდნენ მეზღვნეები, ანუ ისინი, ვისაც საკლავი მიჰყავდა შესაწირად.

ავტორი: ირაკლი გედენიძე