loader

ჩვენ ვაჩვენებთ მაგალითს, თუ როგორ უნდა ცხოვრება, როგორ უნდა ციხეში ჯდომაც - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ ვაჩვენებთ მაგალითს, თუ როგორ უნდა ცხოვრება, როგორ უნდა ციხეში ჯდომაც - ვანო მერაბიშვილი

ეს არის სასაცილო ბრალდება, თუმცა ვამაყობ, რომ ჩემი მეგობრების გვერდით ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს წარდგენილი ბრალდების კომენტირებისას სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების გამო გაათავისუფლა და ასეთივე ბედი ელის იმ ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიგი უგულავას მიმართ დღეს წარადგინა.

გარდა ამისა, მისი თქმით, გიგი უგულავა საკანში ტელევიზორის გარეშეა და სოლიდარობის ნიშნად, მანაც უარი თქვა ტელევიზორზე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიგი უგულავას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.