loader

გრანტები მცირე მეწარმეებისთვის და ბიზნესმენი ქალები ახალციხეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრანტები მცირე მეწარმეებისთვის და ბიზნესმენი ქალები ახალციხეში

თამარ წიქარიშვილმა მცირე ბიზნესი ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში 2013 წელს დაიწყო. ინკუბატორში, რომელიც კომპანია "ბიპის" პროგრამის დახმარებით შეიძინა, სხვადასხვა ფრინველის 3000-ზე მეტი წიწილაა გამოჩეკილი. როგორც მეწარმე ამბობს, თვიური მოგება 700-800 ლარს შეადგენს. თამარ წიქარიშვილი პარტნიორთან ერთად სოფელ კლდეში კიდევ ერთ მცირე საწარმოს ამუშავებს და 2011 წლიდან ბალიშებს, მატყლის საბნებსა და ლეიბებს კერავს. ბიზნესში უკვე ოთხი ქალია დასაქმებული და სეზონური მოგება 3000 ლარამდეა.

"ბიპის" მიერ დაფინანსებულ პროექტს, "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივას" ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში რეგიონული განვითარების ასოციაცია ახორციელებს. პროგრამა 2003 წელს დაიწყო.

მიკრომეწარმეობის პროგრამის განხორციელებას ეკონომიკის სამინისტროც გეგმავს. პროგრამა დამუშავების პროცესშია და მისი განხორციელება, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დაიწყება.