loader

არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში აქცია-კონცერტი გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში აქცია-კონცერტი გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და ხელოვანთა გაერთიანების, "პოემუსის" ინიციატივით, არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში აქცია-კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში "პოემუსის" წევრი მომღერლები, პოეტები და მსახიობები მონაწილეობდნენ.

კონცერტის დაწყებამდე დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს პირადად შეხვდა. მათ მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებისა და სერვისების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. აქცია-კონცერტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა. არასრულწლოვანები ორგანიზატორებისგან სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.