loader

ისრაელის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე

რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია სოციალურ ქსელში კახა დგებუაძისა და პარტია "რეფორმატორების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჭილაშვილის მიერ დაიგეგმა და მას თბილისში მცხოვრები ებრაელები გამოეხმაურნენ.

აქციაში 50-ზე მეტი პირი მონაწილეობდა. აქციის მსვლელობის დროს პარლამენტთან ასევე მივიდა ებრაელი ტურისტების ჯგუფი, რომლებმაც შეძახილებით მხარდაჭერა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს. მათ ებრაულად სიმღერებიც შეასრულეს.

აქციაში ასევე მონაწილეობდა საქართველო-ისრაელის მეგობართა კომისიის თანათავმჯდომარე ჯამლეტ ხუხაშვილი. იქვე იმყოფებოდა ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ბაბუა ქრისტიანი ებრაელი იყო და იგი დღევანდელ აქციას მხარს უჭერს.