loader

გლდანში, ნავთობბაზაზე ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა: დამწვარია 2 500 კვ.მ ტერიტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში, ნავთობბაზაზე ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა: დამწვარია 2 500 კვ.მ ტერიტორია

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ.

მისი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 2 000-2 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. როგორც თემურ გიორგაძემ აღნიშნა, საწვავით დატვირთული ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა; დამწვარია ღობეები და ავტოფარეხები. ხანძარი ასევე გადაედო "გალფის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტონაწილების მაღაზიებსა და მეორად ავტომობილებს.

"გალფის" ნავთობბაზაზე ხანძარი დაახლოებით 11.00 საათზე გაჩნდა.

ავტორები: თეა ბითაძე, გიგა ხურცილავა

ასევე იხილეთ:

ძლიერი ხანძარი გლდანში: წყალსადენის ქუჩაზე ნავთობბაზა იწვის

გლდანში მომხდარი ხანძრის კვამლი უზარმაზარ ტერიტორიაზე გაიფანტა