loader

პირველად საქართველოში, "თელასმა" ელექტროგადამცემი ხაზების შესაკეთებლად შვეულმფრენი გამოიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველად საქართველოში, "თელასმა" ელექტროგადამცემი ხაზების შესაკეთებლად შვეულმფრენი გამოიყენა

კომპანია "თელასმა", პირველად საქართველოში, ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება შვეულმფრენის გამოყენებით მოახდინა.

ელექტროგადამცემი ხაზები "მთაწმინდა-1" და "მთაწმინდა-2" სამ წერტილში იყო დაზიანებული და გადაუდებელ შეკეთებას საჭიროებდა.

რელიეფის სირთულის გამო დაზიანების ადგილებამდე სპეცტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა. ამიტომ კომპანია "თელასმა" ეფექტური მეთოდი გამოიყენა და ხაზების შეკეთება შვეულმფრენის მეშვეობით განახორციელა, რამაც საგრძნობლად შეამცირა სარემონტო სამუშაოების დრო, რომელმაც სულ 5 საათი შეადგინა. სხვა შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოები ორი დღე გაგრძელდებოდა.

ამ ტიპის სამუშაოების ჩასატარებლად "თელასში" სპეციალური გეგმა შემუშავდა და სპეციალისტებისთვის შესაბამისი ტრენინგები ჩატარდა.