loader

უკრაინელი სეპარატისტი ჯარისკაცების დასახიჩრებულ გვამებს დასცინის (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელი სეპარატისტი ჯარისკაცების დასახიჩრებულ გვამებს დასცინის (+18)

ვიდეოში უმძიმესი კადრებია! უმორჩილესად გთხოვთ, სუსტი ნერვების მქონეებმა არ ნახოთ!

"ამხანაგებო, ეს უკრაინელი ჯარისკაცები არიან, რომლებიც არაფრის გამო კვდებიან აქ" - ამ კომენტარით იწყება ვიდეო, რომელიც youtube-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა 31 ივლისს ატვირთა. თანდართული კომენტარების თანახმად, ვიდეოში სეპარატისტი უკრაინელი მებრძოლია ასახული, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცების დასახიჩრებულ გვამებთან ირონიულ კომენტარებს აკეთებს.

"ეს სხეულის რა ნაწილია?" - კითხულობს მამაკაცის ხმა, რომელიც ვიდეოს იღებს. "თავი" - პასუხობს მისი თანმხლები. "არა, ეს ხორცია" - აკომენტარებს ვიდეოს ავტორი.

ვიდეოს რამდენიმე კომენტარი აქვს, ყველა მათგანი უკრაინის და უკრაინელი ჯარისკაცების მხარდამჭერია. ერთ-ერთი მომხმარებელი ასეთ კომენტარებს ტოვებს ვიდეოზე: "მივმართავ მას, ვინც ამ ვიდეოს იღებს და კიდევ მისნაირებს. ამ ბიჭებს ოდესმე პატივით დაასაფლავებენ, მათ ოჯახებს ყურადღებას მიაქცევენ და ისინი საყოველთაო პატივისცემას დაიმსახურებენ. მათი შვილები თავაწეულები ივლიან, რადგან ეცოდინებათ, რომ მათი მამები სამშობლოს, უკრაინის დაცვას შეეწირნენ. თქვენ კი, ღორებო, როგორც ნაგავს, ისე ჩაგყრიან საერთო ორმოში, სადაც ისე აყროლდებით, რომ დედაც ვერ დაგიტირებთ!".