loader

ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც ავღანეთში ორივე ფეხი დაკარგა, რეკორდისთვის ემზადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც ავღანეთში ორივე ფეხი დაკარგა, რეკორდისთვის ემზადება

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანი მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარეკორდო ასპარეზობა 3 აგვისტოს გაიმართება.

23 წლის დადიანი რეკორდების წიგნებში მოხვედრას ერთ-ერთი უიშვიათესი ფიზიკური ვარჯიშის - ე.წ. "ამპუტირებული აზიდვების" შესრულებით აპირებს. მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ამ ელემენტის შესრულების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა, განსაკუთრებული სირთულის გამო, მსგავსი რეკორდი აქამდე არასოდეს დამყარებულა. გინესის მოთხოვნების შესაბამისად, თემურმა ერთი წუთის განმავლობაში მინიმუმ 10 აზიდვა უნდა შეასრულოს.

თემურ დადიანი 2011 წლის აპრილში, ISAF-ის მისიის ფარგლებში, ავღანეთში გაემგზავრა. იმავე წლის 3 აგვისტოს, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. ასევე, აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს და სისტემატურად მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.