loader

ბრაზილიის ზოოპარკში ვეფხვმა 11 წლის ბიჭს ხელი მოაგლიჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიის ზოოპარკში ვეფხვმა 11 წლის ბიჭს ხელი მოაგლიჯა

შემზარავ კადრებში ასახულია ბრაზილიაში, პარანას ზოოპარკში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ვეფხვმა 11 წლის დამთვალიერებელ ბიჭს ხელი მოაგლიჯა.

ცნობისმოყვარე ბიჭუნა ზოოპარკში მამასთან ერთად იმყოფებოდა, მშობელს გაექცა და აკრძალულ ტერიტორიაზე შევიდა, იქედან კი გალიის გისოსებში შეყო ხელი, რა დროსაც მოხდა კიდეც უბედური შემთხვევა. ბავშვს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მკლავი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ექიმებმა მისი შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

ასევე იხილეთ: თბილისის ზოოპარკში მომხდარი ინციდენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა