loader

მურატ ილდირიმმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საზოგადოებას ქართულად მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მურატ ილდირიმმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საზოგადოებას ქართულად მიმართა

თურქი მსახიობი და თურქული სერიალების ცნობილი ვარსკვლავი მურატ ილდირიმი "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ბათუმში ჩამოვიდა. თურქმა მსახიობმა სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია გამართა. როგორც მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვების დასახმარებლად საქართველოში კვლავ ჩამოვა.

ბათუმში რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა სოციალური ვიდეო-რგოლის გადაღება დაიწყო, რომელშიც ფონდის დახმარებით განკურნებულ ბავშვებთან ერთად მსახიობი მურატ ილდიმირი მონაწილეობს. მსახიობმა ბათუმის ქუჩებშიც გაისეირნა და გულშემატკივრებთან ერთად ფოტოები გადაიღო.

იხილეთ ასევე: მურატ ილდირიმი ბათუმშია: თურქი მსახიობის საქველმოქმედო ვიზიტი საქართველოში