loader

სასტიკად ნაცემი ვალერი გელაშვილი - საარქივო კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასტიკად ნაცემი ვალერი გელაშვილი - საარქივო კადრები

მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ახალი ბრალდება წარედგინათ. მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 8 წლამდე ვადით.

ვალერი გელაშვილზე თავდასხმა 2005 წლის 15 ივლისს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გელაშვილი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ბლაგვი საგნების გამოყენებით სასტიკად სცემეს. პარლამენტარი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს.

თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2005 წელსვე აღიძრა, თუმცა წლების განმავლობაში საქმე გაუხსნელი იყო. დაზარალებულმა დეპუტატმა ხელახალი საჩივარი პროკურატურაში 2012 წელს შეიტანა.

იხილეთ: სააკაშვილის მორიგი ბრალი - გელაშვილის ცემის ფაქტზე ექს პრეზიდენტს 3-8 წლამდე პატიმრობა ემუქრება