loader

”კეზერაშვილმა დამირეკა და მითხრა: ”შენი სახლი მოგვეწონა და გვინდა!” - ვალერი გელაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”კეზერაშვილმა დამირეკა და მითხრა: ”შენი სახლი მოგვეწონა და გვინდა!” - ვალერი გელაშვილი

დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა მისი ცემის დეტალებზე ტელე/რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” ისაუბრა. როგორც გელაშვილმა აღნიშნა, მან წინა ხელისუფლებისგან მისი კომპანიის მიერ რეზიდენციისთვის გაწეული ხარჯების დაფარვა და საკუთარი სახლის სანაცვლოდ გვერდზე მდებარე მიწის ნაკვეთი მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. გელაშვილის კომპანიის მიერ პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობისთვის დახარჯული 4 მილიონი სახელმწიფომ არ დაფარა. გელაშვილის თქმით, ამან მასა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის კონფლიქტი წარმოშვა, რასაც მოჰყვა დეპუტატის ცნობილი ინტერვიუ გაზეთ ”რეზონანსში”.

იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი