loader

თურქეთში სამუშაოდ მიმავალი ქართველები ქალაქ რიზეში ავარიაში მოყვნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში სამუშაოდ მიმავალი ქართველები ქალაქ რიზეში ავარიაში მოყვნენ

თურქეთის ქალაქ რიზეში ავარია მოხდა. სამარშრუტო ტაქსით 18 ადამიანი ხულოს მუნიციპალიტეტიდან სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორდუს მიმართულებით მიემგზავრებოდა. მძღოლის არსენ ქამადაძის თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

რიზეს სახელმწიფო საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის, ჯემილ ქარადას თქმით, საავადმყოფოში მიყვანილი შვიდი ადამიანიდან ხუთი მალევე გაეწერა.

ავტოსაგზაო შემთხვევა რიზეში 5 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. რიზეში წუხელვე ჩავიდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.