loader

ქვაში ნაკვეთი ქალაქის ახალი სიცოცხლე - ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქვაში ნაკვეთი ქალაქის ახალი სიცოცხლე - ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ვარძიაში მრავლად შეხვდებით ქართველ, პოლონელ, ებრაელ ტურისტებს. ქართველი ტურისტები სიახლეს, რომლის თანახმადაც უნიკალურ ძეგლს სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, სიხარულით ხვდებიან.

ვარძიის სარეაბილიტაციო და გადარჩენის სამუშაოები უკვე დაწყებული. მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი კონკრეტულ გეგმებზე საუბრობს და დაგეგმილ სამუშაოებს დეტალურად აღწერს. უკვე დაწყებულია ძეგლის თავზე წყალამრიდი სისტემის დაყენება, რაც ვარძიას წყლის ჩამოდინებისგან დაიცავს. ასევე მოხდება იმ ნაპრალების და ბზარების შევსება, რომელიც ქვაში ნაკვეთ ქალაქს საფრთხეს უქმნის. მოხდება კლდის მასივების ჩამოშლის შეჩერებაც.

ამ ეტაპზე ბრიტანელ სპეციალისტებთან ერთად უნიკალური, მე-12 საუკუნის ფრესკების შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მათი კონსერვაცია მოხდება. ასევე მოხდება განათების რეალიბიტაცია ძეგლის ცენტრალურ ნაწილში და აღმოსავლეთ გვირაბებში.