loader

ვიდეოფაქტი: იპოდრომზე ხეების ჩეხვა გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: იპოდრომზე ხეების ჩეხვა გრძელდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების ჩეხვა გრძელდება. ამჯერად, ახალი სამიზნე თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერთან შემოსაზღვრული ტერიტორიაა, სადაც უკვე 20-მდე ხეა მოჭრილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ტერიტორიის მფლობელია შპს "ელ ჯი კაპიტალი", რომელიც მწვანე ნარგავებს ძალით აზიანებს, რათა გამხმარი ხეების მოჭრის ნებართვა მერიისგან მოიპოვოს.

გარდა ამისა, "ელჯი კაპიტალის" მშენებლობასთან ახლოს, "შპს დომუსის" საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. მოსახლეობის ინფორმაციით, კორპუსის მშენებლობისთვის უკვე 40-მდე ხეა გაჩეხილი. მათივე თქმით, ხელით ზიანდება ალვის ხეებიც, რათა მომავალში მათი მოჭრაც მოხდეს.

ავტორები: ლექსო ნაბახტეველი; გიორგი ღუდუშაური

Trees being cut down on Tbilisi hippodrome territory - Watch the video on georgianews.ge